„პარაგონი" საკუთარ კლიენტებს სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას უძრავი ქონების შეფასებაში,  კონსულტაციასა და მშენებლობის მენეჯმენტში. „პარაგონი" ხემძღვანელობს ეგრეთ წოდებული ,,ერთი ფანჯრის პრინციპით", რომელიც გულისხმობს კლიენტთათვის სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებას, რათა მოხდეს კლიენტისთვის ყველა პრობლემის გადაწყვეტა.


„პარაგონს" აქვს ქართულ ბაზარზე მოქმედ დეველოპერებთან და ინვესტორებთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებაზე, რათა უზრუნველყოთ კლიენტთა გრძლევადიანი მიზნების სისრულეში მოყვანა.


კომპანიას დაგროვილი აქვს 15 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების შეფასებასა და კონსულტაციაში აშშ-ში. პარაგონის მენეჯმენტის გუნდი მართავდა უძრავი ქონების  კომპანიას Silicon Valley-ში 1999 წლიდან. ჩვენ მომსახურებას ვუწევდით ასობით კომპანიას, მათ შორის: Wells Fargo, Citibank, Downey Savings, Bank of America და სხვა . 


საქართველოში ჩვენი კლიენტთა პორტფელი შედგება ისეთი მსხვილი კომპანიებისაგან, როგორიცაა: HSBC, TBC Bank, Progress Bank, Procredit Bank, Basis Bank, TbilBusiness Bank, Bank of Republic, Wissol Petroleum Georgia, Georgian Water and Power LLC, GPIH, Rakia და Telenet-ი. პარაგონი მომსხარურებას უწევდა რუმინეთის, ვატიკანის, აშშ-ს საელჩოებს და მრავალ კერძო ინვესტორსა თუ კომპანიას.


,,პარაგონი" არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც იმართება RICS -ის წევრი პარტნიორების მიერ და გვევლინება უძრავი ქონების სფეროში წამყვანი პროფესიული ორგანოს RICS-ის (Royal Institution of Chartered Surveyors)  წევრად. RICS-ის წევრის სტატუსი ასოცირდება  პროფესიონალიზმთან , ეთიკისა და სტადარტების დაცვის უმაღლეს დონესთან.


 

  • როგორც კონსულტანტები, ჩვენ ვაცნობიერებთ უძრავ ქონებასთან არსებულ პოტენციურ რისკებს და ვიცით, თუ რამხელა ძალისხმევაა საჭირო უძრავ ქონებაში ინვესტიციისათვის. ჩვენ კარგად ვიცნობთ უძრავი ქონების ბაზარს და ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და სტრატეგიული ინფორმაცია რასაც ჩვენ ვფლობთ დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენ ვაკეთებთ დიდძალ ინვესტიციას საბაზრო ინფორმაციაში, შესაბამისად ხელი მიგვიწვდება როგორც საჯარო ინფორმაციაზე, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დახურულ ტრანზაქციებზე. ეს საშუალებას გვაძლევს უზრუნველყოთ ჩვენს მიერ მომზადებული შეფასების ანგარიშებისა და გამოკვლევების მაღალი ხარისხი და საიმედოობა. გაზეთ "Financial"-ში სისტემატიურად ქვეყნდება ჩვენს მიერ შედგენილი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა და სტატისტიკა.
  •  

  •  როგორც უძრავი ქონების შემფასებლები, ჩვენ დაგეხმარებით შეფასების ანგარიშის მომზადებაში ნებისმიერი ტიპის ობიექტზე ნებისმიერი მიზნობრიობით საერთაშორისო შეფასების სტანდარტების (IVS ან IFRS) დაცვით. ჩვენი გუნდი გამოირჩევა შეფასების სფეროში განათლებისა და სამუშაო გამოცდილების სინთეზით. ჩვენ ვფლობთ ფართო გამოცდილებას ისეთი რთული ქონების შეფასებაში, როგორიცაა: ქარხნები, გაზსადენების სისტემები, ელექტრო მომარაგების ხაზები, ოფისები, საცალო ვაჭრობის პუნქტები და ასე შემდეგ.
  •  

  • როგორც სამშენებლო პროექტების მენეჯერები ჩვენ დაგეხამრებით სამშენებლო  პროექტის მართვაში  დასაწყისიდან მის წარმატებულ დასრულებამდე. ჩვენ ვახორციელებთ მენეჯმენტს საერთაშორისო სტანდარტებით პოტენციური რისკების ეფექტურად სამართავად.

     

  • •Ø  

     

     

    ჩვენთან თქვენ მშვიდად შეგიძლიათ იგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ
    ვასრულებთ დანაპირებს! ვასრულებთ დროზე!

     

    უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კონსულტაცია

    ჩვენ გთავაზობთ უძრავი ქონების კვლევას (მიწოდება-მოთხოვნის, ფასთა ცვალებადობის ტენდენციის ანალიზს ყველა ტიპის ქონებისთვის), საუკეთესო გამოყენების (HBU study) და გონივრულობის ანალიზს (feasibility study), და სხვა სახის კონსულტაციებს.

    უძრავი ქონების შეფასება

    პარაგონი გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებულ უმაღლესი ხარისხის შეფასებებს.  ჩვენ ვაფასებთ ყველა სახის უძრავ ქონებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

    უძრავი ქონების მშენებლობის მენეჯმენტი

    ჩვენი სამშენებლო მენეჯმენტის ჯგუფი დახმარებას უწევს კლიენტებს პროექტის რისკების მართვაში მშენებლობის დასაწყისიდან მის დასრულებამდე. ჩვენს ყველა საქმიანობაში ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სტანდარტებით.

     

    რეესტრში რეგისტრაცია და სხვა სერვისები

    ჩვენ ვართ რეესტრის ავტორიზირებული მომხმარებლები. გთავაზობთ ყველა ტიპის უძრავი ქონების აზომვით ნახაზებს და რეესტრში რეგისტრაციას...