რა არის შეფასება?

შეფასება არის შემფასებლის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად მიღებული აზრი ღირებულების შესახებ. ტიპიურად გამოიყენება სამი მეთოდი: დანახარჯების მეთოდი - რომლის დროსაც  ღირებულების დაანგარიშება ხდება გაუმჯობესებების ჩანაცვლების ღირებულებიდან ცვეთის გამოკლებით და  მიწის ღირებულების მიმატებით.  გაყიდვების შედარების მეთოდი  მდგომარეობს შესაფასებელი ობიექტის ს მსგავსს გაყიდულ ობიექტებთან შედარებას.  შედარების მეთოდი ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში. მესამე მეთოდი - შემოსავლების მიხედვით დაანგარიშების მეთოდი ყველაზე აქტუალურია  შემოსავლების მქონე ობიექტების შეფასების დროს, რადგან ის მხედევლობაში იღებს ინვესტორის მოლოდინს ობიექტიდან მიღებულ შემოსავლებზე.


რა ტიპის ღირებულებები შეიძლება შეფასდეს? 

შეფასება შეიძლება შესრულდეს  სალიკვიდაციო, საბაზრო, სადაზღვევო, დასაბეგრი, ან სხვა ღირებულების დასადგენად.

 

რა არის საბაზრო ღირებულება?

საბაზრო ღირებულება არის ის ყველაზე შესაძლო ფასი, რა ფასადაც გაიყიდება ობიექტი კონკურენტულ, ღია ბაზარზე, მაშინ როცა ორივე გამყიდველი და მყიდველი მოტივირებულია, ინფორმირებული და მოქმედებს საკუთარ ინტერესებში. საბაზრო ღირებულება ასევე გულისხმობს გაყიდვისთვის დათმობილ გონივრულ დროს და ნაღდ ან  მსგავსს ფინანსურ ანგარიშსწორებას.

 

რა ფუნქცია აქვს შემფასებელს?

შემფასებელი იძლევა პროფესიონალურ, მიუკერძოებელ აზრს ღირებულების შესახებ და მის ანალიზს გადმოსცემს შეფასების დასკვნაში.

 

რა სხვაობაა აგენტის მიერ მომზადებულ შეფასებასა და შემფასებლის მიერ შესრულებულ შეფასებას შორის?

ძალიან დიდი. აგენტი ეყრდნობა ზოგად საბაზრო ტენდეციებს, მაშინ როცა შემფასებელი ეყრდნობა კონკრეტულ გაყიდული შედარების ობიექტების ანალიზს  და ამასთანავე ითვალისწინებს ყველა იმ ფაქტორს რაც გავლენას ახდენს ობიექტის საბაზრო ღირებულებაზე.
ჩვენი ლიცენზირებული და სერტიფიცირებული შემფასებლები ასრულებენ შეფასებებს  საერთაშორისო შეფასების სტანდარტების დაცვით. აგენტის მიერ მომზადებულ დასკვნა არ ეთანხმება მსოფლიოში მიღებულ შეფასების სტანდარტებს და შესაბამისად ხშირად არაკორექტულია.


როგორ ხდება შემფასებელთა სერტიფიკაცია?

შეფასების პროფესია ჯერ კიდევ ახალია საქართველოს ბაზარზე. იურიდიულად ჯერ არ არსებობს მოთხოვნა იმის შესახებ რომ შეფასება შემფასებელმა შეასრულოს. შესაბამისად, შეფასებით ბევრი არაპროფესიონალია დაკავებული.
პარაგონის ყველა შემფასებელი ლიცენზირებულია ა.შ.შ -ის შემფასებელთა სალიცენზიო საბჭოს მიერ და ფლობენ მრავალწლიან გამოცდილებას შეფასების საქმიანობაში.  აღსანიშნავია რომ იმისთვის რომ  შემფასებელი გახდეთ, ამერიკაში კანდიდატებს მოეთხოვებათ  საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა, აკადემიური საათების მოგროვება  და გამოცდის წარმატებით ჩაბარება. ამის შემდეგ, მათ მოეთხოვებათ პრაქტიკული გამოცდილება იმისათვის რომ გახდნენ სრულფასოვანი შემფასებლები. ყოველ 2 წელში ერთხელ, პროცესი მეორდება ლიცენზიის შესანარჩუნებლად. 


საიდან იღებს შემფასებელი შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციას?

ინფორმაციის მოპოვება ყველაზე მნიშვნელოვანია შეფასების დროს. ჩვენ ვფლობთ რეესტრის ინფორმაციას ბაზარზე არსებული ყველა გაყიდული ობიექტის შესახებ. გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა ბევრ საბროკერო კომპანიასთან, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას გაყიდული და გაქირავებული ობიექტების შესახებ. ასევე, მუდმივად ვიძენთ უძრავი ქონების ბაზარზე მომზადებულ კვლევებს. შესაბამისად, ჩვენს მიერ მომზადებული პროდუქტის ხარისხი სხვა კომპანიების პროდუქტს ბევრად აღემატება.

 

დარჩება თუ არა  ჩემი შეფასება კონფიდენციალურად?

ჩვენ მკაცრად ვიცავთ ეთიკის ნორმებს და აბსოლუტურად ყველა თქვენი დაკვეთა კონფიდენციალურია.
 
რა დროში სრულდება შეფასება?


შესრულების ვადა დამოკიდებულია შეფასების სირთულეზე. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ რომ ჩვენ ყველაზე სწრაფად ვასრულებთ სერვისს.

რა ღირს შეფასება?


შეფასების საფასური გამომდინარეობს შეფასების კომპლექსურობიდან და  დამოკიდებულია ობიექტის ტიპზე, შეფასების მიზანზე, მის გამოყენებაზე, და ასევე ადგილმდებარეობაზე.
 
როგორ შემიძლია დაგიკვეთოთ შეფასება?
   
თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ, ან გამოგვიგზავნოთ იმეილი.


ველით თქვენგან გამოხმაურებას!