...
Paragon's regional experience

ინსპექტირება, ინვენტარიზაცია ან აქტივების შეფასება მოითხოვს გამოცდილ გუნდს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ტიპის ობიექტზე მუშაობა

Paragon-ის გუნდს აქვს დიდი გამოცდილება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველანაირ პირობებში. 

ჩვენი პროექტების პორტფოლიო შეიცავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ურბანულ განვითარებას და  სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს

მობილური გუნდი

პარაგონის გუნდი მზადაა მივიდეს ნებისმიერ საქართველოს წერტილში. გუნდის წევრებს გააჩნიათ მრავალფეროვანი ტექნიკური ცოდნა, გამოცდილება და მიდგომა ნებისმიერი სირთულის პროექტის რეალიზაციისთვის. ჩვენ ვმუშაობთ თითქმის ყველა ქონების ტიპთან, საჭირო იქნება ინვენტარიზაცია, შეფასება თუ ინსპექტირება

კახეთი და სამეგრელო: სოფლის მეურნეობის ქეისების მიმოხილვა

კახეთის რეგიონში ხშირად გხვდება დიდი ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. ჩვენი საინსპექციო გუნდი ყოველთვის იყენებს დრონს მასშტაბის, რელიეფის განსაზღვრისთვის და მიწის უკეთეს დათვალიერებისთვის . შეფასების გუნდს სჭირდება ეს კადრები ყველა ფაქტორის გათვალისწინებისთვის

სამეგრელო არის საქართველოს წამყვანი თხილის მწარმოებელი რეგიონი. იქ ხდება  ქვეყნის თხილის წარმოების 40%. აგრიკულტურულ ობიექტზე მუდმივად მოძრაობენ ტრაქტორები, სარწყავები, შეწამვლის მანქანები, აქეთ-იქით გადააქვთ ინსტრუმენტები და ა.შ. ჩვენთვის მნიშნველოვანია დავალაგოთ აღრიცხვა კლიენტის სამუშაო პროცესების დარღვევის გარეშე.

პირველი ვიზიტის დროს ჩვენ ვადგენთ განრიგს, ვითვალისწინებთ ობიექტზე სამუშაოებს და შემდეგ ვიწყებთ ინვენტარიზაციას. 

გაიგეთ მეტი ჩვენი ექსპერტიზის შესახებ სოფლის მეურნეობის სექტორში

აჭარა: ზიანის შეფასება და ბათუმის სასტუმრო სექტორი

2025 წლის თებერვალში, ძლიერმა თოვლმა დასავლეთ საქართველოში გამოიწვია საგანგებო მდგომარეობა. ამინდმა მოწყვიტა გზას ბევრი სოფელი და გამოიწვია ბათუმის ინდუსტრიული შენობების სახურავების ჩამოშლა. ჩვენმა ზიანის შეფასების დეპარტამენტი გაემგზავრა ამ კატასტროფის ეპიცენტრში. მათ განახორციელეს ათობით დაზიანებული ქონების შეფასება ბათუმში ჩვენი სადაზღვევო პარტნიორებისთვის: TBC Insurance, ჯი პი აი, Unison

ჩვენ გუნდს ხშირად უწევს მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ბათუმში. 2025 წლის ზაფხულში ჩვენ განვახორციელეთ ინვენტარიზაცია Orbi Group-სთვის. ასევე ჩავატარეთ ბათუმის ტაუერის მწვერვალის ინსპექტირება სადაზღვევო ხარჯების დადგენისთვის.

წაიკითხეთ მეტი ამ ქეისების შესახებ ჩვენს ბლოგში

სიზუსტე  საქართველოს ნებისმიერ წერტილში

ჩვენი მრავალფეროვანი  პროექტების ისტორია საქართველოში არის ნდობის, ხარისხის, და გამოცდილების დასტური.  ჩვენმა მობილურმა გუნდმა უზრუნველყო ზუსტი და სანდო შეფასების, ინსპექტირების და ინვენტარიზაციის სერვისები საქართველოს უმეტეს რეგიონში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.