გამოცდილი პროფესიონალებისგან ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიღება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ,,პარაგონის" მიზანია მიაწოდოს კლიენტებს ყველა საჭირო მასალა უძრავ ქონებაში გააზრებული და წარმატებული ინვესტიციის განხორციელებისთვის. ჩვენ გვაქვს პროფესიონალური კვლევების მომზადების დიდი გამოცდილება და საფუძვლიანი ცოდნა როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური უძრავი ქონების ბაზრების, რაც დიდ როლს თამაშობს საინვესტიციო გადაწყვეტილებისას. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ საკონსულტაციო მომსახურებას ყველა სახის ქონებისათვის. ჩვენი სერვისი მოიცავს: უძრავი ქონების კვლევას (მიწოდება-მოთხოვნის, ფასთა ცვალებადობის ტენდენციის ანალიზს ყველა ტიპის ქონებისთვის), საუკეთესო გამოყენების (HBU study) და გონივრულობის ანალიზს (feasibility study), და სხვა სახის კონსულტაციებს.

ჩვენ მიერ მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციული ბაზა შეფასების სფეროში მიღებულ გამოცდილებასთან ერთად წარმოადგენს ჩვენს მნიშვნელოვან უპირატესობას.

ჩვენი სერვისები

ka_GEGeorgian