პარაგონი გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებულ უმაღლესი ხარისხის შეფასებებს. ჩვენ ფასებთ ყველა სახის უძრავ ქონებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: მიწის ნაკვეთებს, საცხოვრებელ ბინებს, ოფისებს, სავაჭრო ფართებს, ინდუსტრიულ, არაკომერციული დანიშნულების, შერეული გამოყენების ობიექტებს, სამეწარმეო, სასაწყობე, არა-შემოსავლიან, ან სპეციალურ მიზნობრივი ქონებებს, ასევე ვაფასებთ ბიზნესს.
ჩვენი შეფასებები მომზადებულია შეფასების საერთაშორისო (IVS) და RICS -ის სტანდარტების შესაბამისად. ფინანსური ანგარიშგების მიზნით შეფასებისას ასევე ვხელმძღვანელობთ IFRS სტანდარტებით.
შეფასების ტიპიური მიდგომა მოიცავს:
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზი;
- უძრავი ქონების ინსპექტირება;
- ქონების ადგილმდებარეობისა და ფიზიკური მახასიათებლების ანალიზი;
- შერჩეული მეთოდოლოგიის აღწერა;
- ეკონომიკური გარემოს ანალიზი;
- ქონების ბაზრის ანალიზი მოცემულ რეგიონში, რომელიც მოიცავს: გაქირავებებს, ვაკანსიის განაკვეთებს, გასაყიდ ფასებსა და მიწოდება-მოთხოვნას;
- კონკურენტული გარემოს ანალიზი და მისი გავლენა პროექტთან დაკავშირებულ ფულად ნაკადებზე;
- ქონების საუკეთესო გამოყენების ანალიზი;
- მთავარი ფინანსური პარამეტრების დადგენა;
- სტანდარტული შეფასების მეთოდების გამოყენებით (შემოსავლების, დანახარჯების, შედარების) ქონების საბაზრო ფასის დადგენა;
- შეფასების ანგარიშის მომზადება;
- კლიენტთან ანგარიშის პროექტის განხილვა და ადაპტირება
- ანგარიშის საბოლოო პროექტის მომზადება;
ტიპური შეფასების ანგარიშის სტრუქტურა:
- თანმხლები წერილი;
- შესაფასებელი ქონების აღწერა;
- შეფასების მეთოდოლოგია;
- შეფასების მეთოდების გამოყენებით (შემოსავლების, დანახარჯების, შედარების) საბაზრო ფასის დადგენა. კომპანია იყენებს იმ მიდგომას, რომელიც მიესადაგება კონკრეტულ ობიექტს;
- შეფასების რეზულტატის მოკლე მიმოხილვა და ანალიზი;
- ძირითადი დაშვებების, რეგულაციების და შემზღუდავი ფაქტორების სია;
- შეფასების ანგარიში, რომელიც მოიცავს ქონების ფოტოსურათებს, გამოყენებული დოკუმენტაციის სიას, კონკრეტული უძრავი ქონების სეგმენტისათვის ეკონომიკური გარემოს მიმოხილვას;
- ცხრილები და სხვა მიმაგრებული ფაილები, რომლებიც განმარტავენ კალკულაციებსა და შემფასებლის მიერ მიღებულ დასკვნებს;