პარაგონი ორიენტირებულია დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისზე, რაც ითვალისწინებს ხარჯების ეფექტურობასა და მშენებლობის ხარისხის მენეჯმენტს სამშენებლო პროექტებისათვის. ჩვენი სამშენებლო მენეჯმენტის ჯგუფი დახმარებას უწევს კლიენტებს პროექტის რისკების მართვაში მშენებლობის დასაწყისიდან მის დასრულებამდე.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სტანდარტებით.
ჩვენი მშენებლობის მენეჯმენტის სერვისი მოიცავს: 

  1. პროექტის ისეთი მახასიათებლების შემუშავებას, როგორიცაა: დიზაინი, ხარისხი, პროექტის განხორციელების პირობები, პროქტის მთლიანი ბიუჯეტი და ასე შემდეგ.
  2. სატენდერო პროცესის მენეჯმენტს: ტენდერისათვის შესაბამისი მონაწილეების შერჩევა, მონაწილეთათვის მოთხოვნების დაწესება, წინა საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის მომზადება, წინადადებების განხილვა და შერჩევა, კონტრაქტორის შერჩევა რომელიც პასუხობს პროექტის მოთხოვნებს, სატენდერო ანგარიშის მომზადება. 

  3. FIDIC სტანდარტებით კონტრაქტების მომზადებას
    იურისტისადმი კონსულტაციების გაწევა სამშენებლო კონტრაქტების შედგენაში რათა მოხდეს ყველა კრიტიკული საკითხის გათვალისწინება როგორიცაა გარანტიები, ავანსის პირობები, დეფექტის გამოსწორების ვალდებულებები, საჯარიმო სანქციები, ასე შემდეგ.
  4. კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოებთან მიმართებაში შესაბამისობის ანალიზი.
    მშენებლობის სრული პროცესის მონიტორინგი, პროექტის პროგრესთან დაკავშირებული ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და გაწეული სამუშაოების შეფასება:
    • პროექტის ფინანსური სტატუსი - ბიუჯეტთან შესაბამისობა, წარსული და პროგნოზირებადი ფულადი ნაკადები
    • პროექტის ხარისხის პარამეტრებთან შესაბამისობა
    • პროექტის ჩარჩოებიდან გადახრის აღმოჩენა
    • პროექტისათვის დამახასიათებელი რისკების აღმოჩენა
    • კონტრაქტორის საქმიანობის წარმართვა მისი ვალდებულებების შესრულების მიზნით
  • ხარისხის პარამეტრებთან შესაბამისობა
  • მასალების მოწოდების სტრატეგიის შერჩევა
  • კონტრატორის მიერ წარმოდგენილი დავების მოგვარება
  • პროექტის ჩაბარების და დეფექტის კორექტირების პერიოდის მართვა

 

 

ჩვენი სერვისები

ka_GEGeorgian